რუმინეთში ჩატარებულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროველებმა წარმატებას მიაღწიეს
- 01 დეკემბერი, 2025
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარებულ Romanian Master of informaticics’ 2025 ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს სახელით 3-მა გუნდმა მიიღო.
ქართველი მოსწავლეების ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა კომაროვის სკოლამ უზრუნველყო, რათა მათ ინფორმატიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირში ასპარეზობის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
საქართველოს სახელით ოლიმპიადაში 12 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, აქედან 9 მოსწავლემ ჯილდო მოიპოვა, საიდანაც 8 კომაროველია.
აღნიშნული შედეგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა!
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში გუნდების მონაწილეობა - ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ლიდერის პროფესორ გიორგი მანდარიას დამსახურებაა, რომელიც მრავალი წელია ინფორმატიკის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს.
ასევე ოლიმპიადაზე მონაწილეებს ხელმძღვანელობდა ეროვნული ნაკრების თანალიდერი, მსოფლიო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ბაქარ გამეზარდაშვილი.
კომაროვის სკოლაში მრავალი წელია ფუნქციონირებს წრეები, სადაც პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა მოსწავლეებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე სკოლა ღირსეულად წარადგინონ და საუკეთესო შედეგები ტრადიციად აქციონ!
სკოლაში არსებულ წრეებს კომაროვის სკოლავე აფინანსებს.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული კომაროველები:
ოქროს მედალი- ნიკოლოზ მელიქიშვილი;
ვერცხლის მედალი -საბა ფერაძე, მათე რეხვიაშვილი, ვლადიმერ ფრანგიშვილი, ანდრია ვასაძე;
ბრინჯაოს მედალი-დავით ძაძამია, საბა გოდუაძე, გიორგი ბულაური.
კომაროვის სკოლა თითოეულ პედაგოგს გულითად მადლობას უხდის გაწეული შრომისათვის და წლების განმავლობაში მიღებული შედეგებისათვის.
ასევე თითოეულ მონაწილეს ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ წარმატებას!
